ახალი ამბები

იანვარში საგარეო ვაჭრობა 41.2%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 21 თებერვალს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 41.2%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 47.6%-ით – 331.3 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 38.7%-ით – 779.1 მლნ აშშ დორალამდე კი – იმპორტი. 447.8 მლნ აშშ დოლარი იყო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ია.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საგარეო ვაჭრობის მიმართულებით საქართველოს უმსხვილეს პარტნიორთა სიის სათავეშია თურქეთი – 168.7 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან – რუსეთი – 128.6 მლნ აშშ დოლარით, აზერბაიჯანი – 122 მლნ აშშ დოლარით, ჩინეთი – 90.6 მლნ აშშ დოლარით და უკრაინა – 65.2 მლნ აშშ დოლარით.

ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების სიის სათავეში 49.6 მლნ აშშ დოლარით ბულგარეთია. შემდეგ მოდიან – აზერბაიჯანი – 46.8 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 42.7 მლნ აშშ დოლარით, უკრაინა – 31.6 მლნ აშშ დოლარით და ჩინეთი – 27.8 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, ამ მიმართულებით ქვეყნის უმსხვილებს სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან – თურქეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და აშშ – 141.1 მლნ აშშ დოლარით, 85.9 მლნ აშშ დოლარით, 75.2 მლნ აშშ დოლარით, 62.8 მლნ აშშ დოლარით და 35.8 მლნ აშშ დოლარით.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2022 წლის იანვარში, ექსპორტის მიმართულებით უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სიის სათავეშია სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 66.3 მლნ აშშ დოლარით. შემდეგ მოდიან – მსუბუქი ავტომობილები – 36.4 მლნ აშშ დოლარით; ფეროშენადნობები – 31.4 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 17.6 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 14.7 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები – 11.3 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 11.1 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 8.9 მლნ აშშ დოლარით; თხილი და სხვა კაკალი – 7.7 მლნ აშშ დოლარით; ოქრო – 6.7 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 119.3 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, აქ 80.2 მლნ აშშ დოლარით უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების სათავეშია მსუბუქი ავტომობილები. შემდეგ მოდიან – ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 72.7 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 64 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 24.3 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები – 23.5 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 18.8 მლნ აშშ დოლარით; ელექტროენერგია – 11.3 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან – 8.9 მლნ აშშ დოლარით; ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი – 6.7 მლნ აშშ დოლარით; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები – 6.7 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 462.1 მლნ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button