skip to content
ახალი ამბები

ცესკომ 30 ოქტომბრის მეორე ტურები შეაჯამა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 13 ნოემბერს 20 მუნიციპალიტეტის მერებისა და სხვადასხვა საკრებულოს 42 მაჟორიტარული დეპუტატების ასარჩევად 30 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები შეაჯამა.

ოპოზიციური პარტიები – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლელო, ევროპული საქართველო, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა შედეგებს არ ცნობენ და ამბობენ, რომ არჩევნები „გაუქმებულია“.

შემაჯამებელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ცესკოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და ლელოს წევრებმა. ეს უკანასკნელი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეცაა.

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურების შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17 ნოემბერს შეაჯამა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button