Placeholder canvas
ახალი ამბები

უბნების 100% დათვლილია: „ოცნება“ 19 მუნიციპალიტეტს იგებს, წალენჯიხაში მარცხდება

საარჩევნო უბნების 100% დათვლილია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნება მერების არჩევნებს 19 მუნიციპალიტეტში იგებს, მათ შორის, 5 თვითმმართველ ქალაქში, წალენჯიხაში კი – მარცხდება.

წინასწარი შედეგებით, წალენჯიხაში მერის არჩევნები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მოიგო.

31 ოქტომბერს ცესკოში განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლებმა 121 საჩივარი დაწერეს, პოლიტიკურმა პარტიებმა კი – 151. საოლქო საარჩევნო კომისიებს საჩივრების განხივლისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის 4 დღე აქვთ. რაც შეეხება სასამართლოებს, ისინი სარჩელებს 2 დღის ვადაში განიხილავენ.

ქვემოთ, მუნიციპალიტეტებში მერების არჩევნების მეორე ტურების წინასწარი შედეგებია მოცემული:

თვითმმართველი ქალაქები

თბილისი

  • კახა კალაძე – ქართული ოცნება – 55.603% (258 740 ხმა);
  • ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 44.397% (206 598).

ქუთაისი

  • იოსები ხახალეიშვილი – ქართული ოცნება – 51.643% (34 925 ხმა)
  • ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 48.357% (32 703 ხმა);

ბათუმი 

  • არჩილ ჩიქოვანი – ქართული ოცნება – 51.018% (38 236 ხმა);
  • გიორგი კირთაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 48.982% (36 710 ხმა).

რუსთავი 

  • ნინო ლაცაბიძე – ქართული ოცნება – 53.717% (27 301 ხმა);
  • დავით კირკიტაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 46.283% (23 523 ხმა).

ფოთი

  • ბექა ვაჭარაძე – ქართული ოცნება – 57.35% (11 345 ხმა);
  • გიგი უგულავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.65% (8 437 ხმა).

მუნიციპალიტეტები

თელავი

  • ლევან ანრიაშვილი – ქართული ოცნება 56.899% (16 721 ხმა);
  • გიორგი ბოტკოველი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 43.101% (12 666 ხმა).

თიანეთი

  • ლევან წიკლაური – ქართული ოცნება – 54.826% (3255 ხმა);
  • თამაზ მეჭიაური – თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის – 45.174% (2 682 ხმა).

ქარელი

  • ზაზა გულიაშვილი – ქართული ოცნება – 56.732% (9 616 ხმა);
  • ნიკოლოზ ახალკაცი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 43.268% (7 334 ხმა).

ხაშური

  • თენგიზ ჩიტიაშვილი – ქართული ოცნება – 58.996% (13 066 ხმა);
  • იოსებ ბუაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 41.004% (9 049 ხმა).

ცაგერი

  • გიორგი ნემსაძე – ქართული ოცნება – 62.873% (4 022 ხმა);
  • ბესარიონ ბენდელიანი – საქართველოსთვის – 37.127% (2 375 ხმა).

ბაღდათი

  • კახა ენუქიძე – ქართული ოცნება – 60.693% (6 550 ხმა);
  • გიორგი რობაქიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39.307% (4 242 ხმა).

წყალტუბო

  • გენადი ბალანჩივაძე – ქართული ოცნება – 57.167% (13 337 ხმა);
  • ზაზა მეტრეველი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 42.833% (9 993 ხმა).

ოზურგეთი

  • ავთანდილ თალაკვაძე – ქართული ოცნება – 55.409% (19 033 ხმა);
  • კონსტანტინე შარაშენიძე – დამოუკიდებელი კანდიდატი – 44.591% (15 317 ხმა).

სენაკი

  • ვახტანგ გადელია – ქართული ოცნება – 53.078% (11 225 ხმა);
  • კობა ნაყოფია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 46.922% (9 923 ხმა).

მარტვილი

  • თორნიკე ჯანაშია – ქართული ოცნება – 51.845% (9 233 ხმა);
  • თეიმურაზ ჯანაშია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 48.155% (8 576 ხმა);

ხობი

  • დავით ბუკია – ქართული ოცნება – 56.78% (8 002 ხმა);
  • ბესიკი შენგელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 43.22% (6 091 ხმა).

ზუგდიდი

  • მამუკა წოწერია – ქართული ოცნება – 51.631% (27 607 ხმა);
  • ანზორ მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 48.369% (25 863 ხმა).

წალენჯიხა

  • გიორგი ხარჩილავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 51.107% (7 250 ხმა);
  • გოგა გულორდავა – ქართული ოცნება – 48.893% (6 936 ხმა).

ჩხოროწყუ

  • დათო გოგუა – ქართული ოცნება – 50.881% (6 297 ხმა);
  • ბადრი ქარჩავა – 49.119% (6 079 ხმა).

ხელვაჩაური (უბნების 51.064% დათვლილია)

  • ზაზა დიასამიძე – ქართული ოცნება – 55.007% (13 382 ხმა);
  • მიშა ბოლქვაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 44.993% (10 946 ხმა).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button