ახალი ამბები

მეორე კვარტალში რეალური მშპ 29.9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 17 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მშპ 29.9%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში მიმდინარე ფასებში მშპ-ის მოცულობა 15.9 მილიარდი ლარი იყო, მშპ-ის დეფლატორი კი 10.3%-ით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ხელოვნება, გართობა და დასვენება (133.6% ზრდა); განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (75.5%); ინფორმაცია და კომუნიკაცია (56.2%); საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (53.9%);  წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები (49.8%); ტრანსპორტი და დასაწყობება (47.0%); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (45.5%); ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (43.4%); დამამუშავებელი მრეწველობა (42.3%).

კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (2.3%) და განათლება (1.4%).

საქსტატი დაზუსტებულ მონაცემებს 2021 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

2020 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს რეალური მშპ წლიურად 12.3%-ით შემცირდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button