ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ შსს-ს უცხოელთა სახლებისა და სამუშაო ადგილების შემოწმების უფლებამოსილება მიანიჭა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხოელთა სახლებისა და სამუშაო ადგილების შემოწმების და კერძო საკუთრებაში შესვლის უფლებამოსილება მიენიჭა.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2 ივლისს მიიღო, უფლებას აძლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უფლებამოსილ ორგანოს შეამოწმოს უცხოელის საცხოვრებელი სახლი ან სამუშაო ადგილი „საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის გამოვლენის ან/და უცხოელის საცხოვრებელი ადგილის გადამოწმების ან უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის მოძიების მიზნით“.

ცვლილებების თანახმად, უცხოელის საცხოვრებელი ან/და სამუშაო ადგილის შემოწმების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს პირის გამოკითხვა, იდენტიფიკაცია, ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა პრევენციული და იძულების ღონისძიებები.

This post is also available in: English

Back to top button