skip to content
ახალი ამბები

ბაქო დმანისში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება

დმანისში მომხდარ დაპირისპირებას 17 მაისს დიასპორის საკითხებში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტი გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ ინციდენტი „მიზანმიმართულად ორგანიზებული პროვოკაცია“ ყოფილიყო.

„რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სამამულო ომში [მთიანი ყარაბაღის მეორე ომი] აზერბაიჯანის ისტორიული გამარჯვება, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების მდგრადი განვითარება კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მტრების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა აზერბაიჯანის დიასპორის კომიტეტმა.

კომიტეტმა „თანამემამულეებს“ – ქართველ აზერბაიჯანელებს – მოუწოდა, „თავშეკავებით“ და ფრთხილად მოიქცნენ, არ წამოეგონ პროვოკაციებს და ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობა დაიცვან. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კომიტეტი დმანისის ინციდენტს „ფხიზლად“ უდგება და „ყურადღებით“ აკვირდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button