skip to content
ახალი ამბები

აზერბაიჯანის საელჩოს თქმით, დმანისის ინციდენტი ეთნიკურ ჭრილში არ უნდა განიხილონ

თბილისში აზერბაიჯანის საელჩომ 17 მაისს განაცხადა, რომ გუშინ დმანისში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის პოლიტიზება და ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების ჭრილში არ განხილვა არ უნდა მოხდეს.

საელჩომ განაცხადა, რომ ინციდენტი მხოლოდ შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა შეაფასონ და დამნაშავეები საქართველოს კანონმდებლობით დაისაჯონ. საელჩომ ასევე დასძინა, რომ საელჩოს საქართველოს სამართალდამცველ სტრუქტურებთან აქვს კონტაქტი, რათა „ამ უსიამოვნო შემთხვევის რაიმე უარყოფითი შედეგები აღკვეთოს“.

აზერბაიჯანის საელჩომ მოუწოდა დმანისის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მკვიდრებს, „არ წამოეგონ პროვოკაციას, გამოიჩინონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა“.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც დმანისში ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ათობით ადგილობრივი მოსახლე ერთმანეთს ქვებითა და ჯოხებით დაუპირისპირდა. მთელი დღის განმავლობაში პოლიცია დაპირისპირებული მხარეების განცალკევებას ცდილობდა, თუმცა ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ დაძაბულობა ჯერჯერობით სრულად არ განმუხტულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button