skip to content
ახალი ამბები

შსს-მ 10 ნარკორეალიზატორი დააკავა და 7 კგ „ჰეროინი“ ამოიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 აპრილის განცხადებით, სამართალდამცველებემა ფონიჭალის დასახლებაში, წითელი ხიდის ავტომაგისტრალსა და ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ნარკორეალიზატარი დააკავეს და 7 კგ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ და სამართალდამცველებმა მათგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ საკონტროლოდ რამდენჯერმე შეისყიდეს, პროცესი კი – ფარულად გადაიღეს. ამასთან, პოლიციამ მათი პირადი და საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ფული და მობილური ტელეფონებიც ამოიღო.

საქმეზე გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსსკ-ის 260-ე მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილები) მუხლით მიმდინარებს. დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button