skip to content
ახალი ამბები

საქართველომ 500 მლნ აშშ დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 15 აპრილს განაცხადა, საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ხუთწლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, რომლითაც 2011 წელს გამოშვებული იმავე მოცულობის ობლიგაციების რეფინანსირება მოხდა.

16 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საპროცენტო განაკვეთით, რომელიც 2.75%-ით განისაზღვრა და რაც 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების საპროცენტო განაკვეთზე (6.875% ) დაახლოებით ორნახევარჯერ ნაკლებია, ბიუჯეტი მომდევნო 5 წელში დაახლოებით 350 მლნ ლარს დაზოგავს.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთის“ განმაპირობებელი ფაქტორები ინვესტორების მხრიდან „უპრეცედენტოდ მაღალი აქტიურობა“ და „ქვეყნის სუვერენული რეიტინგია“, რომელიც „ბოლო წლებში გაუმჯობესდა“.

მისივე თქმით, პროექტზე მუშაობდნენ საერთაშორისო საფინანსო-საინვესტიციო – ბანკები JP Morgan, Goldman Sachs და ICBC Standard, ასევე ადგილობრივი საინვესტიციო ბანკები – TBC Capital და Galt & Taggart.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციებით საქართველოს მთავრობის მიერ 2008 წელს აღებული ვალდებულების რეფინანსირება მოხდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button