ახალი ამბები

სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე ორ არასრულწლოვანს 10.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დღეს 2020 წლის ივნისში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის სასჯელი გამოაცხადა და თითოეულს 10.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ორივე მათგანს 14-14 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, მათ სასჯელი 3.5 წლით შეუმცირდათ.

აწ უკვე მსჯავრდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციებში გაასაჩივრებენ.

მცხეთის რაინულმა სასამართლომ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ სამ სრულწლოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა 9 მარტს მიუსაჯა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ გასული წლის ივნისში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 17 პირი დააკავა. მოგვიანებით, აგვისტოში, 5 მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა.

17 დაკავებულიდან სასამართლომ 6 პირი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში დამნაშავედ გასული წლის ნოემბერში ცნო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button