რესპუბლიკის ამბები

იანვარი, 1921, შსს: სამეგრელოში სამღვდელოებამ საეკლესიო საგანძური დაიტაცა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 26 იანვარი, N18

შინაგან საქმეთა სამინისტროში

საეკლესიო განძეულობათა დატაცება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს: თავის დროზე საგანგებო კომისიამ მიიღო ზომები საეკლესიო განძეულობის დასაცავათ. ეს განძეულობა გადაეცა შესანახავათ. ადგილობრივ მართვა-გამგეობის პირთ და ეკლესიის წინამძღოლთ ზუგდიდის მაზრის დაბა წალენჯიხაში სამღვდელოებას შესანახავათ გადაეცა რამდენიმე ას მილიონ მანეთად ღირებული საეკლესიო განძეულობა. თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული ცნობისა მთელი ეს განძეულობა იანვრის 17 მოუპარავთ. 

მიღებულმა ზომებმა გამოარკვია, რომ ამ ნივთების დატაცებაში მონაწილეობას ღებულობდა ადგილობრივი სამღვდელოებაც. საერობო გამგეობის წევრისა და დამფუძნებელ კრების წევრ იოსებ კვარაცხელიას თანდასწრებით სამი ათას კაცისაგან შემდგარ ყრილობაზე სამღვდელოება გამოტყდა, რომ, ეს განძეულობა მან წაიღო და გადამალა. ამასთანავე სამღვდელოებამ პირობა დასდო, რომ იგი მთავრობას წარუდგენს ამ ძვირფას ნივთებს ორი სამი დღის განმავლობაში. გამოძიება გრძელდება.

მსგავსი/Related

Back to top button