რესპუბლიკის ამბები

პასუხი „The Morning Post”-ს

გაზ. ბათომის ფურცელი, 1920 წლის 14 ოქტომბერი, N28

მორიგი პროვოკაცია

ჩვენ დავბეჭდეთ „მორნინგ პოსტის“ მეთაური, რომელიც სიყალბით და ინსინუაციებით არის სავსე.

ამ გაზეთის ხელმძღვანელები, რომლებიც ჩვენი მტრების ჩურჩულის ქვეშ სწავლობენ საქართველოს ისტორიას და გეოგრაფიას იჩენენ არა მარტო საქართველოს წარსულის, არამედ აწმყოს სრულ უცოდინარობასაც.

იმ ხალხისთვის, ვის ქომაგათაც ინგლისელ კონსერვატორთა ორგანო გამოდის, არ არის სავალდებულო საქართველოს ისტორიის ცოდნა, მათი მიზნებისათვის ეს უფრო გამოსადეგია, მაგრამ როცა სერიოზული ორგანო ინგლისის საზოგადოებას ასეთ ჭორებით და სიყალბით უმასპინძლდება, ეს კი პირდაპირ შეუწყნარებელია. პუბლიცისტებმა „მორ. პოსტიდან“ არ იციან, რომ საქართველოს ხალხი მუდამ გაერთიანებისათვის იბრძოდა მხოლოდ აუარებელი მტრები, გარს რომ გვეხვეოდა და მოსვენებას არ გვაძლევდენ, გვიშლიდენ ხელს. საქართველოსათვისაც ყოფილა ბედნიერი ხანა, როცა ერის მტკიცე ნება უძლეველია, მტერთა თავდასხმა და  გაერთიანებულა, მაშინ საქართველოს წინაშე ძრწოდენ და კანკალებდენ ის ქვეყნები, რომლებსაც  დღეს დრედნოუტებით და საოკუპაციო ჯარებით იმორჩილებენ მოკავშირეები.

ინგლისელმა ისტორიკოსებმა იციან რამდენათ „უძლური“ იყო ერეკლე მეორე და ასევე ვინ სთხოვა ალექსანდრე პირველს საქართველოს „ქვეშევრდომათ“ მიღება.

სარედაქციო კაბინეტებში შექმნილ ისტორიას „მორნინგ პოსტი“ ჩვეულებრივ პროვოკაციას უმატებს:  საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გერმანიის პოლიტიკის შედეგიაო, დამოუკიდებლობა გეგეჭკორმა გამოაცხადაო და სხვა.

საქართველოს დამოუკიდებლობა ქართველმა ხალხმა გამოაცხადა და თუ რამდენათ აფასებს ამ დამოუკიდებლობას თავის ზურგზე განიცადა სოჭას ან და ბზიბთან ვრანგელის ბრბოებმა.

კავკასიის ქედს მრავალჯერ უნახავს კომუნისტების და მოხალისეების ტალღა, მაგრამ ისინი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსულან მხოლოდ როგორც ტყეები.

წერილს მიზნათ აქვს ხელი შეუშალოს ევგენი გეგეჭკორის მისიას, მაგრამ ინსინუაციებით ვერაფერს იზამენ ჩვენი მტრები, ევროპის დემოკრატია საკმაოთ გვიცნობს, რომ „მორნინგ პოსტის“ რედაქციაში მოჩმახულ ჭორებს დაუჯეროს.

მსგავსი/Related

Back to top button