ძველი ამბები

1920: მთავრობამ ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია მოახდინა

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 4 აგვისტო, N173

კანონი მადნეულის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადებისა

  1. ყველა მიწის გული და მადნეულობა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე გარდა ჩვეულებრივი თიხისა, ქვიშისა, ხრეშისა და უბრალო სამშენებლო ქვისა, გამოცხადებულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებად 1917 წლის დეკემბრის 16-დან.

შენიშვნა: ეს მუხლი არ შეეხება 1920 წლის ოქტომბრის 1-მდე ამოღებულ მადანს.

  • გაუქმებულ იქნეს დამფუძნებელი კრების მიერ ამ კანონის მიღების დღემდე ყველა გაცემული ნებართვის მოწმობა, მიჩენის აქტი, საიჯარო და სხვა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც კერძო პირს, ამხანაგობას ან საზოგადოებას უფლება ეძლეოდა სახელმწიფო, ან კერძო მიწაზე მადნის კვლევა-ძიებისა და დამუშავებისა.
  • ჭიათურის შავიქვის სამრეწველო რაიონის მწარმოებელთ, თანასწორ პირობებში უპირატესობა ეძლევათ იჯარით აიღონ მთავრობისაგან დასამუშავებლად ის მადნები, რომელიც მათ ეკუთვნოდათ დამფუძნებელი კრების მიერ ამ კანონის მიღების შემდეგ საკუთრების ან საიჯარო უფლების ძალით.
  • მთავრობას უფლება ეძლევა მე-3 მუხლში აღნიშნული უპირატესობა სხვა სამთო-სამრეწველო რაიონების მწარმოებლებზედაც გაავრცელოს.
  • იმ რაიონებში, სადაც მრეწველობა არსებობს მესაკუთრეს, თუ ის თავის ადგილში მრეწველობას არ ეწევა სახელმწიფო აძლევს სამაგიერო მიწის ნორმის ფარგლებში 1918 წლის მარტის 7-ის კანონის თანახმად.
  • კანონი ესე ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

1920 წლის ივლისის 16-ს.

დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი

ალექსანდრე ლომთათიძე

რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ამხანაგი

გრიგოლ ლორთქიფანიძე

მსგავსი/Related

Back to top button