Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

სამხედრო სამინისტრო სამშობლოსთვის ბრძოლაში დაღუპულებზე წიგნს გამოსცემს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 3 ივნისი N121

„გმირთა კრებული“

სამხედრო სამინისტროს განზრახვა აქვს გამოსცეს „გმირთა კრებული“, რომელშიაც მოთავსებული იქნება ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ მებრძოლთა ვინაობა. ამ მიზნით წინადადებას აძლევს სამხედრო სამინისტრო ჯარისა და გვარდიის უფროსებს, რათა მათ მიაწოდონ სამინისტროს გმირ ოფიცერთა, ჯარის კაცთა და გვარდიელთა შესახებ ცნობები, რომლებმაც თავი ისახელეს თავისი სიმამაცით მუხანათურ მტერთან ბრძოლაში. ცნობებში აღნიშნული უნდა იყოს: სახელი, მამის სახელი, გვარი, რომელ სოფლიდან და მაზრიდან არის, რომელ ნაწილში მსახურობდა, რა სიმამაცე ჩაიდინა. სასურველია ფოტოგრაფიული სურათებიც. მათი გვარები შეტანილი იქნება „გმირთა კრებულში“. ცნობები უნდა შემდეგ მისამართით გაიგზავნოს: სამხედრო სამინისტრო, პოლკოვნიკი ავქსენტი აბესაძე.

მსგავსი/Related

Back to top button