skip to content
რესპუბლიკის ამბები

სახალხო უნივერსიტეტს 1919 წ. ბოლო კვარტალში 46145 მსმენელი ჰყავდა

საქართველოს რესპუბლიკა, 5 მარტი,  1920, N52

სახალხო უნივერისტეტის 1919 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, და დეკემბრის მოღვაწეობა

              სახალხო უნივერსიტეტში მეცადინეობა დაიწყო ოქტომბრიდან. დაარსებულ იქნა 9 ქართული განყოფილება შემდეგ ადგილებში: ნაძალადევში, ვერაზე, ჩუღურეთში, ორთაჭალაში, ერთობის უბანში, წმ. ნინოს, საბურთალოზე და ავლაბარში. ორი სომხური განყოფილება: ავლაბარში და ხარფუხში, ხოლო ერთიც რუსული-ქალაქის ცენტრში. გახსნილ იქნა აგრეთვე ცხრა სასწავლებელი, ამათგან 6 ქართული, 2 სომხური და ერთი რუსული. სახალხო უნივერსიტეტთან არსებობდა აგრეთვე სახალხო კონსერვატორია, სტუდია სამხატვრო და საარქიტექტორო და დრამატიული. ლექტორთა რიცხვი უდრიდა 45 კაცს, რომელთაგან 35 კითხულობდა ლექციებს ქართულ ენაზე, 8-რუსულზე, 2 სომხურზე, ლექტორთა კოლეგიაში იყვნენ:  9 პროფესორი, 5 ექიმი, 2 ინჟინერი, 3 პოლიტიკური მოღვაწე, 5 ჟურნალისტი, 3 იურისტი, 13 მასწავლებელი, ერთი ფილოსოფიის დოქტორი, 1 მწერალი, 1 არტისტი და 1 სტუდენტი. ქართულ განყოფილებაში წაკითხულ იქნა 669 ლექცია. აქედან-ნაძალადევში 78, თითი ლექციას უსმენდა დაახლოებით 60 კაცი, სულ დაესწრო 4,680 კაცი. ვერაზე 72 ლექცია, ესწრებოდა 40 კაცი, სულ 2880 კაცი; ჩუღურეთში 92 ლექცია – 65 კაცი – 5980;  ორთაჭალაში 44 ლექცია – 30 – 5980. წმ. ნინოს 68 – 30 – 4320; ერთოის უბანში 6 – 30 – 2040; საბურთალოზე – 72 – 40 – 2880; ავლაბარში – 67 – 45 – 3075; ცენტრში – 114 – 70 – 7980. სულ ყველა განყოფილებებში მოუსმინა სხვა და სხვა დროის განმავლობაში 46,145 კაცმა.

            ლექციები იკითხებოდა შემდეგ თემებზე: ქართულ განყოფილებაში: ქიმია, ბოტანიკა, მინერალოგია, ბუნებისმეტყველება, ვარსკვლავთ მრიცხველობა, გეოგრაფია, საქართველოს სტრატეგიული საზღვრები, საქართველოს გეოგრაფია, სიმდიდრენი ჩვენი ქვეყნისა, გიგიენა, ფიზიოლოგია, ანატომია, ძველი და ახალი ისტორია, საქართველოს მწერლობა XIX საუკუნეში, პოლიტიკური ეკონომია, საფრანგეთის რევოლიუცია, უმთავრესი საკითხები აღზრდისა, სოციოლოგია, სოციალური ბრძოლა ძველ რომში, ხელოვნების ისტორია, ფსიქოლოგია, საქართველოს ეკონომიური მდგომარეობა, სახელმწიფოებრივი უფლება, ცხოვრება და მეცნიერება ევროპიელებისა, ცხოვრება განთქმულ პირებისა, სოციალიზმის ისტორია, ფილოსოფია, სოციალიზმი, ხელოვნების წარმოშობა. რუსულ ენაზე იკითხებოდა: პოლიტიკური ეკონომია, ბატანიკა, ხელოვნების ისტორია, მუშათა მოძრაობა ინგლისში, როგორ ხორციელდება სოციალიზმი, გლეხთა რევოლუცია გერმანიაში. სომხურზე:  მუშათა სოციალური მოძრაობა და გიგენას.  მსმენელთაგან იყვნენ მუშები: 80% ქართულ განყოფილებებში. რუსულში 70%, სომხურში 65%.

         თითო სკოლაში 45 კაცი იყო. უსახსრობის გამო გამგეობა იძულებული გახდა დაეხურა მხატვრობისა და არხიტექტურის შკოლა და დრამატიული სტუდია, რის გამოც საშუალება მოესპო ცოდნის შეძენისა სამხატვრო შკოლაში 300 კაცს, საარხიტექტორაში-150, დრამატიულ სტუდიის-100 მსმენელს

   კონსერვატორიაში ითვლება 500 მოსწავლე.

ჩამოთვლილ განყოფილებათა გარდა უნივერსიტეტს აქვს მუშათა კლუბი, რუსული დრამატიული წრე, რომელიც ხსენებულ კლუბში კვირაში ერთხელ მართავს სპეკტაკლებს, არსებობს სამხატვრო სალიტერატურო წრე, სადაც იკითხება რეფერატები და სხვა. ამ ხნის განმავლობაში უნივერსიტეტის გამგეობის მიერ გამართულ იყო 14 სალიტერატურო საღამო რუსულ ენაზე, ხოლო ქართულზე 9.

მსგავსი/Related

Back to top button