skip to content
ახალი ამბები

სენატმა საქართველოში ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენტამა 19 დეკემბერს საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

კელი დეგნანმა საქართველოში მისი პრიორიტეტების შესახებ 29 ოქტომბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის მოსმენისას ისაუბრა.

მან გამოსვლისას დიდი ყურადღება სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. დეგნანმა რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა და კანონის უზენაესობისა და „ფუნდამენტური“ დემოკრატიისადმი საქართველოს ერთგულებასაც გაუსვა ხაზი.

საქართველოში ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სექტემბრის დასაწყისში დაასახელა.

საქართველოში ელჩად წარდგენამდე იგი დიპლომატიური მისიით რომში, პრიშტინაში, ანკარაში, ბრიუსელსა და ხოსტში (ავღანეთში) მოღვაწეობდა.

ამჟამად საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ელიზაბეთ რუდი ასრულებს.

მსგავსი/Related

Back to top button