ახალი ამბები

ცხინვალმა ქართველი ექიმი პატიმრობაში დატოვა

Tags

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სასამართლომ თბილისში მომუშავე ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემებრს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისათვის დააკავეს, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

„ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული“, – დაწერა დაპატიმრებული ექიმის შვილმა ირინა გაფრინდაშვილმა თავისი Facebook-ის გვერდზე. მისივე თქმით, სასამართლო გადაიდო ერთი კვირით. „გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ. საზღვარს. ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში“, – ამბობს ირინა გაფრინდაშვილი. 

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. „კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით, 9 ნოემბერს დააკავეს. 15 ნოემბერს, მას ცხინვალის ე.წ. სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოფიციალური თბილისი განმარტავს, რომ ქართველი ექიმის გათავისუფლებისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტს იყენებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორაციით, დაკავებულ ექიმს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.

18 ნოემბერს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. ქართველ ექიმს ოჯახის წერილი გადაეცა, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button