Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

დამოუკიდებლობის აღიარების გამო ნოე ჟორდანიამ არგენტინის პრეზიდენტს დეპეშა გაუგზავნა

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 2 დეკემბერი, N273

ბ. მთავრობის თავმჯდომარის დეპეშა არგენტინის პრეზიდენტს

„ბუენოს აირესი. არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტს.

საქართველოს მთავრობამ ცნობა მიიღო, რომ არგენტინის მთავრობამ ამა წლის 15 სექტემბრის დეკრეტით საქართველო აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოთ. ამ ცნობას ჩვენი რესპუბლიკა  შეხვდა უაღრესი სიხარულის და მადლობის გრძნობით თავის უფროს დას არგენტინის დემოკრატიული რესპუბლიკისადმი, რომელმაც შესძლო სხვა სახელმწიფოებზე ადრე გაეგო საქართველოს დემოკრატიის იდუმალი მისწრაფებანი და რომელმაც თავისი დეკრეტით დაბადა იმედი, რომ მის მაგალითს სხვა სახელმწიფოებიც მიჰყვებიან. გიძღვნით ღრმა მადლობას და არგენტინის დემოკრატიას გულწრფელათ ვუსურვებ აყვავებას მომავალში“.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

ნოე ჟორდანია

მსგავსი/Related

Back to top button