skip to content
რესპუბლიკის ამბები

საქართველოს მისიის ხელმძღვანელი იტალიის პრემიერ მინისტრს შეხვდა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 19 ნოემბერი, N262

სქართველოს გარშემო

იტალიის გაზ. „ილ. მესაჯეროს“ 3 ნოემბრის ნომერში დაბეჭდილია შემდეგი:

2 ნოემბერს, 6 საათზე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ნიტტიმ მიიღო საქართველოს მისიის მეთაური, რომელიც მას ბისაგატიმ წარუდგინა.

უკვე რამოდენიმე დღეა, რაც საქართველოს მისია რომში იმყოფება და ამ ხანში ბევრჯერ ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგს გრაფ ფორცას.

საქართველოს მისიის მეთაურმა ნიტტისთან ლაპარაკში მოისურვა არამც თუ გამოეთქვა არა თუ მხოლოთ პატივისცემა ჩვენი მთავრობის მეთაურისადმი, არამედ ყურადღება მიექცია 2 ფრიად მნიშვნელოვანი საკითხისათვის. ჯერ ერთი, მან წინადადება მისცა, რომ პარიზში მყოფი იტალიის დელეგაცია დათანხმდეს, რომ იკისროს საქართველოს ინტერესების დაცვა და ეცადოს რათა ეს ახალგაზრდა რესპუბლიკა ცნობილ იქმნას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მეორეც ის, რომ ის დაბეჯითებით მოითხოვდა სავაჭრო და ეკონომიურ ურთიერთობის დამყარებას  საქართველოსა და იტალიას შორის.

ჩვენ ვიცით, რომ ნიტტი დაპირდა თავის სრულ დახმარებას ამ ორი საკითხის გადაწყვეტაში.

მსგავსი/Related

Back to top button