ციხელაშვილის თქმით, ქართველ ექიმს „უახლოეს დღეებში“ გაათავისუფლებენ
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელსაც ცხინვალში „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ გამო, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, „უახლოეს დღეებში“ გაათავისუფლებენ.
„ჩვენ მიერ რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხერხდება და, რა თქმა უნდა, ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა ციხელაშვილმა და დასძინა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილი თავს ნორმალურად გრძნობს. მანვე ექიმის უკანონო დაკავებაც გააკრიტიკა და მას „აბსურდული“ უწოდა.
პარალელურად, დღეს 12 საათზე, ვაჟა გაფრინდაშვილის „უკანონო დაკავების“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, საქართველოს მასშტაბით, ათასობით ექიმმა თავიანთი საავადმყოფოების წინ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. „გვინდა, რომ მთელმა მსოფლიომ და სამყარომ იცოდეს, რომ ეს არ არის სწორი. არ არის სწორი საერთოდ ექიმის დაკავება, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს“, – განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებას.
საერთაშორისო მხარდაჭერა
ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასთინ მაკკენზი სმიტმა ციხელაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი „გულწრფელად“ იმედოვნებს, რომ გაფრინდაშვილის უახლოეს დღეებში გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება. „როდესაც ჯანდაცვასა და განათლებაზე წვდომა ბევრისთვის სამხრეთ ოსეთში გადამწყვეტი ხდება, რთული გასაგებია, რას მოიგებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო ხელისუფლება მედიცინის სფეროს მუშაკების დაკავებით“, – დაწერა მან Twitter-ზე.
We call on the de facto authorities in ??’s South Ossetia region to immediately release Georgian physician Dr. Vazha #Gaprindashvili. Estonia fully supports #Georgia's sovereignty & territorial integrity in its internationally recognised borders. @MFAgovge @GeoEmbTallinn
— Estonian MFA ?? | ? #StandWithUkraine (@MFAestonia) November 18, 2019
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთი „სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და ოკუპირებულ ცხინვალს ექიმის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 18/11/2019 – ილია II რუსეთის პატრიარქს მიმართავს
- 15/11/2019 – პრეზიდენტი ცხინვალში დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვს
- 16/11/2019 – საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალში ქართველი ექიმის დაკავებას ეხმაურება
- 15/11/2019 – ცხინვალმა დაკავებულ ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)