Placeholder canvas
ახალი ამბები

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამია პაატა სალიამ ჩაანაცვლა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა. შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში რამდენიმე წუთის წინ აისახა.

არხის გენერალური დირექტორის გადაყენების მოთხოვნით ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, მას მერე მიმართა, რაც ამავე გადაწყვეტილებისა და ქიბარ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრმა დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებები ასახა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიია 60% ქიბარ ხალვაშს, 40% კი შპს „პანორმას“ სახელზე გადააფორმა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია.

მანამდე, არხის თანამშრომლებმა უკვე ყოფილ დირექტორს ნიკა გვარამიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და განმარტეს, რომ მისი გათავისუფლება არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ნიშნავდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაცხადა, სადაც განმარტა, რომ „რუსთავი 2“-თან მიმართებით, ეროვნული სასამართლოების დონეზე „დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დარღვევას“ ადგილი არ ჰქონია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button