ახალი ამბები

ბაკურ ბაკურაძე „რუსთავი 2“-ის დირექტორად დაინიშნა

ბაკურ ბაკურაძე სახელისუფლებო არხის „რუსთავი 2“-ის ახალ დირექტორად დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ვაკო ავალიანი ჩაანაცვლა, რომელიც მუშაობას დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.

ტელეკომპანიის ახალი დირექტორი მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირია და „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონცერტებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი ტელეკომპანია „იმედზე“ გასართობი თოქ-შოუს დირექტორი იყო.

„ტვ პირველთან“ საუბრისას ბაკურაძემ განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის „ეროვნულ“ ტელეარხად გადაქცევას აპირებს.

This post is also available in: English

Back to top button