ახალი ამბები

გახარიას პარტიის წევრის მხრიდან ბოდიშის მოხდამდე, „რუსთავი 2“ პარტიის საქმიანობის გაშუქებაზე უარს აცხადებს

სახელისუფლებო ტელეკომპანიის „რუსთავი 2“-ის დირექტორმა, ბაკურ ბაკურაძემ 18 სექტემბერს განაცხადა, რომ არხი შეწყვეტს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ საქმიანობის გაშუქებას, თუ მისი წევრი ანა ბუჩუკური ბოდიშს არ მოიხდის ჟურნალისტისა და წამყვანის, ნინო შუბლაძის წინააღმდეგ გაკეთებული „შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის“.

იმადე დღეს გამოქვეყნებულ Facebook პოსტში ბუჩუკურმა შუბლაძეს, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსია, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისა და ახლანდელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „მსახური“ უწოდა. „ხვალ იმას მოემსახურებით, ვინც მეტს გადაგიხდით. ეს არ არის ჟურნალისტობა“, – წერს ბუჩუკური.

„ვიდრე ხსენებული პოლიტიკოსი საჯარო ბოდიშს არ მოიხდის მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის, არხი უარს აცხადებს გააშუქოს გახარიას პოლიტიკური პარტიის ნებისმიერი აქტივობა. ასევე, მათ აღარ დაეთმობათ ეთერი ჩვენი არხის პოლიტიკურ გადაცემებში“, – განაცხადა ბაკურაძემ საპასუხოდ.

This post is also available in: English

Back to top button