ახალი ამბები

პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ დამფუძნებელი გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც ლგბტქი თემის მხარდასაჭერი „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიოდა, დღეს სამართალდამცველებმა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე რამდენიმე დღის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია დღეს გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა, თუმცა მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გურამ ფალავანდიშვილი ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში რუსულ ინტერესებთან აფილირებულ ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან და სხვა რადიკალურ ჯგუფებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა თბილისში 18-23 ივნისს ლგბტქი თემის მხარდამჭერი „თბილისის პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციებში. შსს-ის ინფორმაციით, უწყებაში გამოკითხვაზე ლევან ვასაძეც დაბარებულია.

თბილისი პრაიდის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button