ძველი ამბები

თბილისის მერი ბენია ჩხიკვიშვილი მილიციელს სამსახურებრივი გულცივობისთვის აპატიმრებს

Tags

„საქართველო“, N86, 26 აპრილი, 1919

ბენია ჩხიკვიშვილის ბრძანება

ქალ. მოურავის ბენია ჩხიკვიშვილის განკარგულებისამებრ დიდ ხუთშაბათს დააპატიმრა მეორე უბნის მილიციის კომისარი სიხარულიძე. ამ დაპატიმრების შესახებ ქალაქის მოურავმა ბენია ჩხიკვიშილმა გამოსცა ბრძანება N1, რომელშიაც იგი სწერს: ვინაიდან თბილისში ნამეტნავად მის მეორე უბანში გავრცელდა თავდასხმა და ძარცვა-გლეჯა იძულებული ვარ მივიღო სასტიკი ზომები ამ ბოროტ-მოქმედების მოსასპობლად. მილიციის რეორგანიზაციამდე, ნამეტნავად სისხლის მილიციის და მის სათანადო სიმაღლეზე დაყენებამდე, იძულებული ვარ სასტიკად დავსაჯო მილიციონერები, განსაკუთრებით უფროსნი, სამსახურში გულცივობისათვის და მოქალაქეთა ინტერესების დაცვაში მათი უყურადღებობის გამო. ქალაქის მოურავის ბრძანება N1, თხოულობს, რომ ბინადრული მილიციონერები დღე და ღამე იდგნენ თავიანთ დანიშნულ ალაგებზე. დღიურმა მორიგე უფროსმა მილიციონერებმა ყოველ ღამეს რამდენჯერმე უნდა შემოუაროს უბანს და დაზვეროს, რომ მილიციონერები თავიანთ ალაგებზე იდგნენ. ყველა მომხდარ დიდ ამბებზე, როგორც თავდასხმის, მოკვლის, გაძარცვის და სხვა. მილიციის უფროსის გარდა ტელეფონოგრამით მაშინვე უნდა ქალაქის მოურავსაც აცნობონ. რადგანაც მეორე უბანში თავდასხმამ და ძარცვა-გლეჯამ მასიური ხასიათი მიიღო და მილიციონერები დღისითაც კი არ დგანან თავიანთ ადგილებზე, რის მაგალითადაც ბრძანებაში მოყვანილია, მოქალაქე მდივანის ბინაზე 15 აპრილს ნაშუადღევის 1 საათზე შეიარაღებულ მოროტ-მოქმედების თავდასხმა ჭავჭავაძის და სასამართლოს ქუჩების კუთხეში, – ბ-ნი ბენია ჩხიკვიშვილი სამსახურიდან ითხოვს მე-2 უბნის კომისარს სიხარულიძეს და მე-69 მუხლის და და მის შენიშვნის ძალით (სისხ. სამ. დებ.) აპატიმრებს შვიდი დღის ვადით ამაზე დროს შინაგან-საქმეთა მინისტრის წინაშე შუამდგომლობს, რომ ეს ვადა დაპატიმრებისა გაგრძელდეს ადმინისტრაციული წესით სამ თვემდე. მილიციონერი, რომელიც თავის ბინაზე არ იყო ამ შემთხვევაში ამავე რიგით დაპატიმრებულია, დათხოვნნილია სამსახურიდან და მიცემული სისხლის სასამართლოში. ქალაქის მოურავი წინადადებას აძლებს მილიციის უფროსს ამ ბრძანების სავსებით ასრულების შესახებ.

Related Articles

Back to top button