ძველი ამბები

აღსდგა ქრისტე, აღსდგა საქართველო

„სასოფლო გაზეთი“, 1920 წლის 11 აპრილი, #6.

აღდგომა დღით

არავინ არ ეგებება ასეთ ხალისით აღდგომას, როგორც ქართველი ერი.

            არავის არ უხარიან მკვდრეთით განახლება, როგორც ქართველ ერს, რადგან მას ყველაზე მეტად ენიშნება ეს დღე.

            და დღეს, ქართველი ერი, განახლებული, აღმდგარი, თავის ამართვით ეგებება როგორც ქრისტეს აღდგომას ის თავის აღდგომასაც.

            გაიმარჯვა სიმართლის მქადაგებელმა – ქრისტემ, რომელსაც გვერდი ლახვრით განუგმირეს, გაიმარჯვა საქართველომ, რომლის მკერდისკენ იყო და არის კიდეც მოშვერილი მრავალი ლახვარი!

           ქართველ ხალხს მუდამ სჭამდა თავისი სიმართლე და მისი გამარჯვებაც მუდამ უეჭველ იყო!

            ამ სიმართლისთვის ის იბრძოდა მრავალ საუკუნეთა განმავლობაში მრავალი ეს დღე გასთენებია მას სისხლითა და ცრემლით, მაგრამ იგი შეესწრო თავის მხიარულ აღდგომასაც!

            დე ჩვენი აღდგომა იყოს სამუდამო, მუდამ ნათელი და მხიარული.

            დაე, განგებამ გვაკმაროს ამდენი ტანჯვა და სისხლი!

            დაე ამ აღდგომამ მოგვანიჭოს არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენ მეზობლებსაც და მთელ ქვეყნიერობას, რომელიც ასე გაშმაგებით იბრძვის თავის აღდგომისათვის!

            რათა ამის შემდეგ შეგვეძლოს უფრო მშვიდად აღება ხელში გუთნისა და ცელის უშიშრად დატრიალება ჩვენი სამშობლოს მინდვრებში.

           რათა პირნათლათ შეგვეძლოს წინაპართა მიერ ნაანდერძევ გზაზედ სვლა და მუშაობა!

            აღსდგა ქრისტე სიმართლის მღაღადებელი აღსდგა საქართველო სამართლისთვის წამებული.

            ქრისტე აღსდგა

           ჭეშმარიტად!

Tags
Show More

Related Articles

Back to top button