ძველი ამბები

ნავთლუღის სადგურზე გალეშილმა მილიციონერებმა ჯარისკაცს ჯერ ყვავილები სთხოვეს, მერე დაჭრეს

Tags

„ერთობა“, N90, 26 აპრილი, 1919 წელი.

რკინის გზაზე

თავხედი მილიციონერები

20 აპრილს მე სადგურ ყარაიაზიდან მოვემგზავრებოდი მატარებლით თბილისში. თან მახლდა ჩემი რაზმის ჯარის კაცი გიორგი მიქაძე.

როდესაც მატარებელი გაჩერდა ნავთლუღის სადგურთან, ჯარისკაცი გადმოვიდა მატარებლიდან და დაიწყო პლატფორმაზე სეირნობა. მას მიუახლოვდნენ სადგურის მილიციონერები, რომლებიც ღვინით გალეშილები იყვნენ და მოსთხოვეს მიქაძეს, ყვავილები მიეცა მათთვის, რომელის მას ხელში ეჭირა.

როდესაც მიქაძემ მათ მოთხოვნა არ შეასრულა, მილიციონერებმა მოსთხოვეს იარაღის ტარების ნებართვა. ჯარისკაცმა მიქაძემ მათ განუმარტა, რომ მისი რაზმის უფროსი მატარებელში იმყოფება და ჩემს შესახებ მას მიმართეთო.

მილიციონერებმა ასეთ განცხადებას არავითარი ყურადღება არ მიაქციეს, ძალით წაართვეს იარაღი მიქაძე და ერთმა მათგანმა, სახელდობრ დოლიძემ, ტყვიით დასჭრა მიქაძე, რომელიც მოთავსებულია რკინის გზის საავადმყოფოში.

საგანგებო რაზმის უფროსი, კაპიტანი უსტიაშვილი

Show More

Related Articles

Back to top button