ახალი ამბები

გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს

ევროპული საქართველოს დეპუტატი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი კვირას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს, რომელიც ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოსა და ევროპარლამენტის დელეგაციებს აერთიანებს.

გიგი წერეთელმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და დასძინა – „ეს არჩევნები არაორდინარულ ვითარებაში იმართება, რაც განპირობებულია რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიითა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხელი კონფლიქტით“.

21 აპრილს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვიქტორ პორიშენკო და კომიკოსი ვოლოდიმირ ზელენსკი დაუპირისპირდებიან.

This post is also available in: ინგლისური რუსული

Tags
Show More

Related Articles

Back to top button