civil.ge
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 47-ე რაუნდი
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 47-ე რაუნდი 2-3 აპრილს გაიმართა. თბილისის პოზიცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დააყენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები. სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს …