ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოს ეწვივნენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან 2-4 ივნისს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს ეწვივნენ და დისკუსიების 64-ე რაუნდის მოსამზადებლად, რომელიც 25-26 ივნისს არის დაგეგმილი, შეხვედრები გამართეს.

თბილისში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების  მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე. ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის აუცილებლობას.

სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობის საკითხი.

This post is also available in: English

Back to top button