ახალი ამბები

მომიტინგე ანრი კვარაცხელიას მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

26 წლის მომიტინგე ანზორ (ანრი) კვარაცხელიას, რომელიც დეკემბრის დასაწყისში დააკავეს, ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო მიმდინარე საპროტესტო აქციების დასაწყისში სპეცრაზმელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში. ამ ბრალდებას დაცვის მხარე უარყოფს.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოიტანა. კვარაცხელიას ბრალი წაუყენეს პოლიციაზე თავდასხმაში, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურორები ამტკიცებენ, რომ მან 1 დეკემბრის ღამეს სპეცრაზმის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.

კვარაცხელიას დაცვამ ბრალდებები გააპროტესტა და მტკიცებულებების ნაკლებობაზე და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე მიუთითა, რომელშიც ნათქვამია, რომ სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.

This post is also available in: English

Back to top button