skip to content
ახალი ამბები

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართულ მხარეს გადმოსცეს

აფხაზეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს 29 წლის მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართულ მხარეს 13 მარტს გადმოსცეს.

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თბილისმა 12 მარტს ცხელი ხაზის მეშვეობით სოხუმის წარმომადგენლებისგან მიიღო, რომლებმაც განაცხადეს, რომ კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

ქართული მხარე სოხუმის ვერსიას სკეპტიკურად უყურებს. ეჭვები გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების შემთხვევებით არის განპირობებული. ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან მოკლეს, ტატუნაშვილი კი, ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა. დამნაშავე არცერთ შემთხევაში დასჯილა.

ამასთან, კვარაცხელიას რამდენიმე ახლობელი და ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ ის რუს სამხედროებთან ჩხუბის შემდეგ სიკვდილამდე სცემეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ კვარაცხელიას გარდაცვალებას ნათელს საქართველოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მოჰფენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button