
კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი „კორუმპირებული“ წევრები ოპოზიციას ინფორმაციას აწვდიან
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების შესახებ ჭორების გავრცელების უკან „კორუფციაში ეჭვმიტანილი“ მმართველი პარტიის ყოფილი წევრები დგანან.
„არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც… ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 14 ივლისს, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია.
მან დაასახელა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლევან ხაბეიშვილი და ტვ პირველის წამყვანი ნოდარ მელაძე, რომლებიც, მისი თქმით, იღებდნენ ფულს, რათა საჯაროდ გაეჟღერებინათ ის ინფორმაცია, რომელსაც ამ პირებისგან იღებდნენ.
„მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი ყოველთვიურად იღებდა ხელფასს, მას ჰქონდა მეტსახელიც სახელფასო გრაფაში და იმავე წყაროდან ფინანსდება ასევე ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
This post is also available in: English