skip to content
რესპუბლიკა 100რესპუბლიკის ამბები

1921 თებერვალი: დამფუძნებელი კრების წევრები ფრონტზე იბრძვიან

„საქართველოს რესპუბლიკა“, N40; თებერვლის 22, 1921 წ.

დამფუძნებელი კრების წევრები

ყველა დამფუძნებელი კრების წევრები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ ომში. 19 თებერვალს პირველად მათ ახარეს ხალხს ჩვენი ჯარების ბრწყინვალედ გამარჯვებაა. დილაა. ახლად ფრონტიდან დაბრუნებული დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი ალ. ლომთათიძე აღფრთოვანებული ახარებს სასახლესთან მოზღვავებულ ხალხს გამარჯვებას; ამბობს გრძობით სავსე სიტყვას, რომელსაც ასე ათავებს: „საქართველოს დემოკრატიამ უნდა გაანთავისუფლოს ამ ბალშევიკურ ტირანიისაგან არა მარტო საქართველო, არამედ მთელი აღმოსავლეთი“. კვლავ ყველას სიხარულის რკალი იპყრობს. ქალები ვეღარ ითმენენ და ალ. ლომთათიძეს შუბლზე კოცნიან. ისმის მათ შორის გამარჯვებით გამოწვეული სასიხარულო ქვითინიც.

აგერ კიდევ მოიქროლა ფრონტიდან თოფით ხელში დამფ. კრების წევრმა გ. ცისკარიშვილმა, რომელიც თვითონ მონაწილეობდა ომში და გახარებული მოაძახის. გავიმარჯვეთ, 2000 დე ტყვე დაგვრჩა, მტერი უთავბოლოდ გარბის, ჩვენი მხრივ სრულიად უმნიშვნელო მსხვერპლია“.

მოისმის სასახლიდან ცეცხლით აღგზნებული, აღფრთოვანბული სიტყვა სპ. კედიას, რომელიც სიხარულით და მამულიშვილი გრძნობით დამწვარი ცრემლებს ღვრის.

– კაცო, შალვა ქარუმიძის რაზმს თავისი უსახელებია; თურმე ლომივით ეკვეთენ მტერს ფშავ-ხევსურები.

მიქრის ეტლით პ. საყვარელიძე და ყველას გადასძახის გამარჯვების ხმას.

ამ დროს მოხუცი სილიბისტრო გაიძახის:

„ქართველ ერს სიკვდილი არ უწერია, მან უნდა გაიმარჯოს“. ისმის ვაშას ძახილი და დაუსრულებელი ტაშის გრიალი. აგერ კიდევ მიეშრებიან ფრონტზე რაოდენიმე დეპუტატი.

გრ. ვეშაპელი ახალგაზრდობისაგან შემდგარ მოხალისეთა ახალ-ახალ რაზმებს ისტუმრებს ფრონტზე.

ხალხი ხედავს, რომ მისი ბედის მესაჭენი მასთან არი ჭირშიაც და ლხინშიაც, ეს კი აორკეცებს გამარჯვების იმედს.

მსგავსი/Related

Back to top button