Placeholder canvas
ახალი ამბები

პრეზიდენტმა ევროკავშირსა და ნატოში გამართული შეხვედრები შეაჯამა

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში 21-23 იანვარს განხორციელებული პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა, სადაც ის ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს შეხვდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო „ძალიან დაფასებულია და ძალიან მაღლა დგას ევროკავშირის ინტერესებში, როგორც ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ შეიმჩნევა ევროენთუზიაზმი“.

„ეს [ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია]… არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც არის სრული კონსენსუსი ქვეყანაში მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის და რაც მთავარია, საზოგადოების მხრიდან უცვლელი დადებითი განწყობა ინტეგრაციის პროცესის მიმართ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატოსგან „უფრო ჩქარ პროგრესს“ და „გამბედავ ნაბიჯებს“ ელის.

„მე ვიქნები ამბიციური საქართველოსთვის, რადგან საქართველოს აქვს ყველა ის მონაცემი, რომ გადაიდგას უფრო სწრაფი ნაბიჯები… ევროკავშირის უნდა იყოს უფრო ჩართული საქართველოში სხვადასხვა მხრივ… და საქართველო ევროპაში უნდა იყოს უფრო გამოჩენილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ნატოში ინტეგრაციასთან მიმართებით, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტადაა მზად წევრობისთვის.
რაც შეეხება სამხედრო მზადყოფნას, პრეზიდენტის თქმით, „ჩვენ პრაქტიკულად ვართ კარებთან, რომელიც უნდა იყოს ღია“, თუმცა პოლიტიკური მოცემულობის გამო, „ჯერ ვერ მივიღებთ MAP-ს“.
„მაგრამ ამის მოთხოვნა უნდა იყოს ჩვენი მხრივ მუდმივი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზეც ისაუბრა, რამაც, როგორც მას მიაჩნია, „მეტი უსაფრთხოება“ უნდა მოუტანოს რეგიონს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის გზით.
ბრიგინგზე პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, თებერვალში ის საფრანგეთს, გერმანიას და ავღანეთს ესტუმრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button