არჩევნები 2018ახალი ამბები

საპრეზიდენტო კანდიდატებმა არჩევანი გააკეთეს

Tags

დღეს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებიან. პირველმა მათგანმა არჩევნების პირველ ტურში ხმების 38.64 % მიიღო, მეორემ კი – 37.74.

ორივე საპრეზიდენტო კანდიდატმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში, სალომე ზურაბიშვილმა კი თბილისში, კრწანისის #3 საარჩევნო უბანზე მისცა. არჩევნის დაფიქსირების შემდეგ, ორივე მათგანმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

გრიგოლ ვაშაძე – ოპოზიციური გაერთიანება – ძალა ერთობაშიას საპრეზიდენტო კანდიდატი: „დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არის და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები, ადამიანები ვინც 1990 წლიდან კბილებით ინარჩუნებენ დემოკრატიას ამ ქვეყანაში, ადამიანები ვინც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეინარჩუნონ სახელმწიფოებრიობა, ადამიანები ვინც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში სამ სვეტზე იყოს დაფუძნებული სახელმწიფო – თანასწორობა, სამართლიანობა, განვითარება აი ეს ადამიანები ყველა მოვლენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთებენ სწორ არჩევანს, იმიტომ, რომ საქართველოს უაზროდ, უვიცად, ფუჭად დასახარჯი დრო მეტი აღარ ააქვს“.

სალომე ზურაბიშვილი – მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი: „ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს. ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის ერთიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის დაწყნარებული საქართველო და ჩემი არჩევანი არის ღიმილიანი საქართველო“.

დღეს, საქართველოს მასშტაბით, 3 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი ზუსტად დილის 8 საათზე გაიხსნა და ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურება. ამის შემდეგ, ხმის დათვლის პროცესი დაიწყება. დღეს გამარჯვებული კანდიდატი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდება. ის ამ პოსტზე გიორგი მარგველაშვილს შეცვლის, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button