არჩევნები 2018ახალი ამბები

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო

დღეს, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოს მასშტაბით 3 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი დღეს ზუსტად დილის 8 საათზე გაიხსნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენს, რაც პირველ ტურთან შედარებით 9 781ამომრჩევლით მეტია. აქედან,14 929 ამომრჩეველი საზღვარგარეთაა დარეგისტრირებული. 39 სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებულ 55 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ადგილობრივი დროით ზუსტად დილის 8 საათზე დაიწყება და ღამის 12 საათზე დასრულდება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ავღანეთში, ნატოს სამშვიდობო მისიაში მყოფი სამხედრობისთვის 26 ნოემბერს უკვე ჩატარდა.

ცესკოს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება. შემაჯამებელი ოქმები სპეციალურ ვებგვერდზეwww.results.cec.gov.ge აიტვირთება.

ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს 58 საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1 130 და 62 ადგილობრივი ორგანიზაციის 48 503 დააკვირდება დააკვირდება (პირველ ტურს 21 918 ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდებოდა).

საპრეზიდენტო კანდიდატები

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე უპირისპირდებიან. პირველმა მათგანმა არჩევნების პირველ ტურში ხმების 38.64 %, მეორემ კი – 37.74 % მიიღო. გამარჯვებული კანდიდატი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდება და მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ჩაანაცვლებს, რომელსაც ეს პოსტი 2013 წლიდან უკავია.

არჩევნების მეორე ტურში, შედეგების ვალიდურობისთვის ამომრჩევლის მინიმალური რაოდენობა განსაზღვრული აღარ არის, გამარჯვებულად ის კანდიდატი გამოცხადდება, რომელიც ამომრჩევლის მეტ ხმას მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუკი ორივე კანდიდატი ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებს, გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელმაც პირველ ტურში უფრო მეტი ხმა მიიღო. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ასეთი სალომე ზურაბიშვილია.

60 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას სახელით მონაწილეობს. გრიგოლ ვაშაძეს 2008-2012 წლებში საართველოს საგარე საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

წინსაარჩევნო კამპანია: გრიგოლ ვაშაძემ წინასაარჩევნო კაპმანია არჩევნების პირველი ტურიდან მალევე განაახლა. აქტიურად მონაწილებდა სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ასევე ამომრჩეველს Facebook-ის პირდაპირი ჩართვების საშუალებითაც ეკონტაქტებოდა.

მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ის რეგიონებსაც სტუმრობდა. რეგიონული ტურნე მან 4 ნოემბერს ქუთაისიდან განაახლა. მასთან ერთად, კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლების გარდა, ევროპული საქართველოსა და რესპუბლიკური პარტიის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც სარეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს. გრიგოლ ვაშაძის კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო კამპანია 6 პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე დააფუძნა, რომელიც კოალიციური მთავრობის შექმნას, სასამრთლო სისტემის რეფორმირებას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, სიღარიბის აღმოფხვრას და საბანკო სისტემის რეფორმას გულისხმობს.

გრიგოლ ვაშაძე პირობას დებს, რომ მისი გამარჯვების შემთხევაში, ქვეყანაში დასრულდება პოლიტიკური დევნა და რევანში. ასევე, ის “უსამართლო” საბანკო კრედიტებთან მიმართებით ორწლიან მორატორიუმის გამოაცხადებას, პენსის 400 ლარამდე, ხოლო მასწავლებლისა და პოლიციელის ხელფასების 1 000 და 2 000 ლარამდე ზრდის პირობასაც დებს.

გრიგოლ ვაშაძე ბათუმში მხარდამჭერებს მიმართავს, 11 ნოემბერი, 2018, ფოტო: კადრი facebook.com/GregoryVashadze.Ge-დან

66 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი, საფრანგეთში ემიგრირებულ ოჯახში დაბადებული კარიერული დიპლომატია. მას 2004-2005 წლებში, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწვევით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.

2006 წლიდან ის ოპოზიციაში გადავიდა და საკუთარი პარტია საქართველო გზა ჩამოაყალიბა, რომელმაც 2010 წლამდე იარსება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის მთაწმინდის მაჟორატარულ ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა, თუმცა ქართული ოცნების მხარდაჭერით სარგებლობდა.

წინასაარჩევნო კამპანია: სალომე ზურაბიშვილმა პირველი განცხადება არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან მხოლოდ ორ დღეში გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთს და გრიგოლ ვაშაძეს არ დაუთმობდა.

ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო ფორმალურად 8 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის მახლობლად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ვიზიტით განაახლა, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრება დაიწყო.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზურაბიშვილმა შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში გამართა და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სრუდენტებს, ახალგაზრდა მეღვინეებს და შშმ პირებს პირებს შეხვდა. საპრეზიდენტო კანდიდატმა ტელევიზიის საშუალებით ქართველ სამხედროებსაც მიმართა პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ქართული ოცნების სხვა ლიდერებთან ერთად, რამდენიმე, სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებასაც დაესწრო.

სალომე ზურაბიშვილი ტელეკომომპანია იმედსაც სტუმრობდა, სადაც წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. საარჩევნო კამპანია მან სიიმბოლურად ენგურის ხიდთან დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიაში პირველ ტურთან შედარებით სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა მკვეთრად შემცირებული იყო, როგორც სარეკლამო და საიმიჯო კლიპებსა და ბილბორდებზე, ისე ამომრჩეველთან პირისპირ შეხვვედრებზეც. ქართულმა ოცნებამ, რომელიც საპრეზინდეტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება საკუთარ თავზე აიღო და ეს “ახალი სტრატეგიით” ახსნა.

თავად სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩანდნენ მმართველი ძალის ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მას მხარდაჭერას ინტერვიუებისა და ვიდეომიმართვის მეშვეობით უცხადებდა. მეორე ტურის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილის გვერდით აქტიურად ჩანდნენ მისი ოჯახის წევრებიც.

სალომე ზურაბიშვილი, 12 ნოემბერი, 2018, ფოტო: კადრი facebook.com/zourabichvilisalome-დან

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button