skip to content
ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 27 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და  „ქართული საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„შეშფოთებული ვარ იმ რიტორიკით, რომელიც მესმის სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან, როდესაც მიზანმიმართულად თქვენს ობიექტურ მოსაზრებებზე ან ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებით, ხდება თქვენზე შეტევა“, – განაცხადა პრეზიდენტმა არასამთავრობოებთან შეხვედრისას.

„მენტალობა, რომელიც ნებისმიერ კრიტიკას აღიქვამს თავდასხმად, მენტალობა რომლის კონტექსტშიც, თუ არ უკმევ გუნდრუკს ხელისუფლებას ან ძლიერებს ამა ქვეყნისა, მიჩნეული ხარ მტრად, წინაპირობაა ტოტალიტარული აზროვნების“, – დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

დღესვე პრეზიდენტი საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდა და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მათ შეხედულებებსა და პოზიციებს გაეცნო.

ხვალ, 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს მმართველის გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილს შეცვლის. ის ქვეყნის მთავარსარდლის ფუნქციას 2013 წლიდან ასრულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button