skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის მეთაური ავტოკატასტროფაში დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის მეთაური, გენადი გაგულია სოჭიდან სოხუმისკენ მომავალ გზაზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

სოხუმის ხელისუფლების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა, როდესაც გაგულია სირიაში ვიზიტიდან ბრუნდებოდა.

რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაგულიას მანქანას გუდაუთის რაიონში 22 წლის მძღოლი დაეჯახა, რომელიც „ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ“ იმყოფებოდა. გაგულიას მძღოლი და დაცვის წევრები გადარჩნენ.

გაგულია რეგიონის 12-წევრიანი მთავრობის მეთაურად 2018 წლის აპრილში დაინიშნა.

მანამდე ის აფხაზეთის სავაჭრო პალატას ხელძღვანელობდა. გაგულიას მთავრობის მეთაურის თანამდებობა მანამდეც ორჯერ – 1995-1997 და 2002-2003 წლებში ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button