რესპუბლიკის ამბები

1918: ახალციხელი ლტოლვილები თბილისში

სახალხო საქმე, ნომერი 307, 17 აგვისტო

საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მთავარი კომიტეტის ორგანოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი

ახალციხელი ლტოლვილები

13 ივლის ტფილისში ჩამოვიდნენ ბაკურიანიდან ჯავახეთის ლტოლვილნი სამსონ და ბესარიონ გვარამაძეები, რომელთაც უმაღლეს მთავრობას მიმართეს შუამდგომლობით, რომ მათ დახმარება აღმოეჩინოსთ ჯავახეთიდან ტათრების თარეშის რაიმე ღონისძიებით ალაგმვით. როგორც გვარამაძეებმა გადმოგვცეს 8 ივლისის ციხის ჯვრის ხეობაში შემოცვენილან ასკერები და 300 სულამდე სხვილფეხება საქონელი გაუტაცნიათ, საქონელი ეკუთვნით თედო, გაბრიელ პეტრე, სამსონ და ბესარიონ გვარამაძეებს და ლტოლვილ სომხებს გვარამეძეები შუამდგომლობენ მთავრობის წინაშე, რომ ზედ გავლენა იქმნეს მოხდენილი ჯავახეთის ოსმალთა მთავრობის წარმომადგენელზე, რათა გატაცებული საქონელი უკანვე იქნეს  დაბრუნებული/ საზოგადოდ გვარამაძეებმა დაასურათეს უმწეო და აუტანელი მდგომარეობა  ბაკურიანში მყოფ ლტოლვილებისა . ქართველები იქნება ამჟამად 12000 კაცამდე. სომხობა ამაზე გაცილებით მეტი.  ჩვენი ნათესი ყანები მშვენივრად ღაღადებენ ჯავახეთის ველებზე, მოსავალი დიდია, ეხლა სამკალია, ოსმალოებმა გამოიყენეს ეს მდგოამრეობა, უკვე შესევიან და მკიან იქ სადაც არა უთესიათ რა. ჩვენს დაბრუნებას რაღა მნიშვნელობა ექნება გაძარცვულ ქვეყანაში, რაღამ უნდა გვაცხოვროსო. უბედურება ის არის, რომ საწყალ ჩვენს ჯავახეთელებს ბაკურიანის ტყეებშიაც კი არ აქვთ მოსვენება თათრებისაგან. საზღვარზე ჩვენი ჯარი არა დგას; ბაკურიანის სადგურზე მყოფმა 8 მეთოფურმა მილიციონერმა რა უნდა გააწყოს, პატრონი რომ გვყავდეს და ჩვენი გამკითხავი ვინმე იყოს 500-მდე ჯარში ნამყოფი ბიჭები მოვიყრით თავს და თოფებს რომ დაგვირიგებდნენ, ჩვენ თვითონ გაუსწორდებით თათრებს და არ მივცემთ ნებას უკანასკნელი იმედი სხვილ ფეხა პირუტყვი და ცხვარი გვტაცოს თითქმის ყოველ დღეო.

მსგავსი/Related

Back to top button