Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვარშავის დეკლარაციაში

ვარშავაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ნატოს ბრიუსელის სამიტის შესახებ დეკლარაცია მიიღეს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოსთვის ნატოს ღია კარის პოლიტიკასაც ადასტურებს.

ნატოს ერთიანობისა და სანდოობის განმტკიცების შესახებ დეკლარაცია, რომელიც ვარშავაში 28 მაისს მიიღეს, ნატოს ღია კარის პოლიტიკას მხარს უჭერს და ალიანსის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ „განაგრძონ საქართველოს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს ნატოს წევრობის პროცესში, პოლიტიკური განზომილება კიდევ უფრო გააძლიერონ“.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე მოუწოდა წევრ ქვეყნებს დაგმონ „რუსეთის მიერ, ყირიმის უკანონო და არალეგიტიმური ანექსია, დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია“ და გამოხატონ „მათი ურყევი მხარდაჭერა, საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ საერთაშოროდ აღიარებულ საზღვრებში“.

28 მაისს, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მიმართ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებაზე ისაუბრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმაც.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ვარშავაში 25-28 მაისს გაიმართა, რომელსაც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 260-მდე პარლამენტარი ესწრებოდა. ასამბლეა ნატოს საპარლამენტო განზომილებაა, რომელიც ნატოსა და ევროატლანტიკური სივრცის მოქალაქეებს ერთმანეთთან აკავშრებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button