skip to content
რესპუბლიკა 100რესპუბლიკის ამბები

საღვთო სჯულის სწავლების გაუქმების კანონპროექტი

ამიერკავკასიის ოლქის სამოსწავლო კომისარიატმა სეიმში ახალი კანონპროექტი შეიტანა, რომლის თანახმადაც საღმრთო სჯულის სწავლება გაუქმდება ამიერკავკასიის უმაღლეს, საშუალო და დაბალ სახელმწიფო, საზოგადო და კერძო სასწავლებლებში.

ამავე პროექტით, 1 ივლისიდან გაუქმდება ამ საგნის მასწავლებელების ჯამაგირიანი ადგილები და შეუწყდება მათ ხაზინიდან დაფინანსება. შტატს გარეთ დარჩენილი მასწავლებლები მიიღებენ ჯილდოს (კომპენსაციას) შტატგარეშე დარჩენილ მოსამსახურეთა დაჯილდოების შესახებ კანონის თანახმად.

იმ მშობლებს, ვისაც ექნებათ სურვილი შვილებს საღმრთო სჯული კვლავაც შეასწავლონ, შეუძლიათ ისარგებლონ სასწავლებლების შენობებით თავისუფალ საათებში, თუკი დაწესებულება ამაზე თანახმა იქნება.

კანონპროექტის თანახმად, სასწავლებლებში უნდა შეწყვეტილ იქნას ყოველგვარი რელიგიური წესების და მღვდელმოქმედების შესრულება.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button