skip to content
ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა, იტყობინება ქართული საბრძოლო ქვედანაყოფი „შავი არწივი“. ინფორმაცია ამის თაობაზე „სამოქალაქო საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაუდასტურა.

გუგუტაშვილი „შავი არწივის“ მებრძოლი იყო და იგი ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 48 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button