
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს უკრაინაში ბრძოლისთვის დაუსწრებლად 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზურაბ ქარჩავას დაუსწრებლად ექვსნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინაში „დაქირავებული მებრძოლის“ სტატუსით ბრძოლისთვის, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 21 ივლისს. ქარჩავაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ქარჩავა 2022 წელს შეუერთდა გასამხედროებულ ფორმირებას, „ასრულებდა უმაღლესი სარდლობის ბრძანებებს და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში უკრაინის მხარეს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების, ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ“.
მანამდე, რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთ საქართველოს მოქალაქეს, გელა ერაძეს, მსგავსი ბრალდებით დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
This post is also available in: English