ახალი ამბები

2025 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.6% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.6% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – სამომხმარებლო ფასები 0.3%-ით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (10%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (9.3%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4.7%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (2.4%-იანი კლება).

რაც შეეხება ყოველთვიურ ინფლაციას, აქ ფასების ჩამოყალიბებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია: ტრანსპორტი (1.3%-იანი ზრდა); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (0.7%-იანი ზრდა); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0.1%-იანი ზრდა); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2%-იანი კლება).

რაც შეეხება სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:  ხილი და ყურძენი (4.3%), რძე, ყველი და კვერცხი (3.1%), თევზეული (1.7%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.8%), პური და პურპროდუქტები (0.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-10.6%), ზეთი და ცხიმი (-0.6%).

This post is also available in: English

Back to top button