ახალი ამბები

პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები „საბოტაჟის“ გამოძიებასთან დაკავშირებით დაიბარა

საქართველოს პროკურატურამ 1 სექტემბერს განაცხადა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები დაიბარა „საბოტაჟის“ გამოძიებასთან დაკავშირებით გამოსაკითხად მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებამ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა იმ მოტივით, რომ ისინი ეხმარებოდნენ იმ მომიტინგეებს, რომელთაც 2024 წელს პოლიციის წინააღმდეგ „ძალადობრივი ქმედებები“ ჩაიდინეს.

პროკურატურამ არ დააკონკრეტა, თუ ვინ დაიბარეს. „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ, რომელიც ორგანიზაციას 2024 წელს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ისიც დაიბარეს გამოკითხვაზე და რომ მან მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა.

გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე. დანაშაული შვიდი წლიდან უვადო პატიმრობამდე სასჯელს ითვალისწინებს.

This post is also available in: English

Back to top button