
გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. წინა დღეს პროკურატურამ ლილუაშვილის კიდევ ერთი ახლობლის, კობა ხუნდაძის დაკავების შესახებ გააკეთა განცხადება. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ორივე მათგანს ცხრადან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
23 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, პროკურატურის წარმომადგენელმა ბექა კვიციანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ინტენსიურ გამოძიებას ატარებს იმ პირების გამოსავლენად, რომელთაც შესაძლოა ანდრია ლილუაშვილთან დანაშაულებრივი კავშირი ჰქონოდათ. მიმდინარე გამოძიება ასევე მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის პოტენციურ დარღვევას. ეს მუხლი ზეგავლენით ვაჭრობას ეხება.
This post is also available in: English