ახალი ამბები

ანა დოლიძე აცხადებს, რომ მისი პარტია „ხალხისთვის“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მისი პარტია „ხალხისთვის“, რომელიც გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში „ლელო/ძლიერი საქართველოს“ კოალიციის შემადგენლობაში მონაწილეობდა, მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

დოლიძემ ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია არ უერთდება სხვა პარტიების „ბოიკოტს“ და სანაცვლოდ, ის ფოკუსირებული იქნება მთავარ მიზანზე, რაც ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლას გულისხმობს. მისივე თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება და “ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების” ჩატარება.

This post is also available in: English

Back to top button