
წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობისთვის ირაკლი ოქრუაშვილს რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 4 ივლისს ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს რვა თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. მას ასევე ორი წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.
ოქრუაშვილს წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის გამო წინასწარი პატიმრობა მაისში შეეფარდა.
პატიმრობაში ოქრუაშვილს ახალი ბრალდება წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას“. ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა, 24 ივნისს ტვ პირველს განუცხადა, რომ ბრალდება 2023 წელს მომხდარი „ბანალური ინციდენტიდან“ გამომდინარეობს.
This post is also available in: English