ახალი ამბები

გამარჯვებულმა საქართველომ საარჩევნო სია წარადგინა

გამარჯვებულმა საქართველომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა. სიას სათავეში თბილისში, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი უდგას, მას მეორე ნომრად გურამ ჩალაგაშვილი მოსდევს, პარტიული სიის მესამე ნომერი კი – კობა მახარაძეა.

ქვემოთ გამარჯვებული საქართველოს პროპორციული საარჩევნო სიის პირველი ოცეულია წარმოდგენილი:

  1. ირაკლი ოქრუაშვილი;
  2. გურამ ჩალაგაშვილი;
  3. კობა მახარაძე;
  4. მარიამ მენაბდე;
  5. მიხეილ კაჭკაჭიშვილი;
  6. იზა სურმანიძე;
  7. გიორგი ტუღუში;
  8. რამაზ ესიავა;
  9. ნინო მგალობლიშვილი;
  10. ოთარ შაინიძე;
  11. ზურაბ ნადირაძე;
  12. თამარ ხიდაშელი;
  13. მიხეილ ჩაგუნავა;
  14. კობა კოშაძე;
  15. მარინე კუთხაშვილი;
  16. პეტრე მაკასარაშვილი;
  17. ომარ მეტრეველი;
  18. ნანა ფარულავა;
  19. ინგა მაზმიშვილი;
  20. რუსლანი აბაზოვი.

პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი 150 პარლამენტარიდან 120 (77-ის ნაცვლად) პროპორციული, ხოლო 30-ს (73-ის ნაცვლად) მაჟორიტარული წესით აირჩევს. ასევე, საარჩევნო ბარიერი ერთჯერადად 1%-იანი იქნება. ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, პარლამენტში მანდატების ნახევარზე მეტს ვერ მიიღებს.

წინასაარჩევნო პროცესების შესახებ დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button